თურმე სიყვარულს საოცარი ძალა ქონია ორმხრივ გრძნობას კი ბედი უნდა გამიგონია ეჰ..სიყვარულში მე იღბალი სულ არ მქონია ამითვალწუნა მე ამ გრძნობამ. ასე მგონია როდესაც გიყვარს მაშინ გული მხიარულია მასაც უყვარხარ? შენს ცხოვრებას აზრი უჩნდება ჩემს შემთხვევაში კი ცალმხრივი სიყვარულია გული მტკივა და ვერას ვშველი არ მიყუჩდება ბოროტი თვალით შემომცქერის ბედი წყეული, დავიარები მარტოდმარტო ქვეყნად ეული. რაღად ვიყვარებ? ამის ახსნა ალბად რთულია როცა ვიცი, რომ ჩემი გრძნობა განწირულია. მაგრამ გამთელოს მე განგებამ თუნდაც ათასჯერ ათასმეერთჯერ წამოვდგები შევერკინები, უსიყვარულოდ ეს ცხოვრება ნაცრისფერია, არაფერს რომ ფლობ, დასაკარგიც არაფელია...
↧