გორაკზე ვიჯექი და არემარეს გავცქეროდი. მდინარე ზანტად მიიკლაკნებოდა და სადღაც უშორეს სივრცეში იკარგებოდა. მდინარეს ფონად მისდევდნენ ზევით აწოწილი ხეები, რომლებსაც კისერი ამაყად წაეგრძელებინათ. სიჩუმეს იმ ფოთლების შრიალი არღვევდა, რომლითაც ეს ხეები იყვნენ შემკობილნი.
↧