Quantcast
Channel: ჩანახატები - სიყვარული, პოეზია, ლექსები, სტატუსები, სიახლეები, მეგობრობა , leqsebi, statusebi
Viewing all articles
Browse latest Browse all 242

მე მსურს ვიყო ქარი...

$
0
0
მე მინდა, რომ ვგავდე ქარს, რათა შევძლო შემოვიარო მარტოსული ქუჩები. მე მინდა, რომ ვიყო წვიმა, დავასველო მიწა უტყვი, ან რომ შევძლო ვგავდე მზეს, გავათბობდი მხოლოდ მას ვინც მე მიყვარს. ან რომ თოვლი ვიყო მხოლოდ იმ ადგილებში მოვიდოდი სადაც შენ გაივლიდი, რომ შემეძლოს ნისლი ვიყო დილით ალიონზე ჩამოვწვებოდი, როცა ყველას ეძინებოდა და მარტომს შევეგებებოდი დღეს. ან რომ ღრუბელი ვიყო მუდამ ვიქნებოდი ცაზე, რათა შემძლებოდა დედამიწისთვის ჩემი ტკივილი გამეზიარებინა. მთვარე რომ ვიყო? მხოლოდ შენ გექნებოდა უფლება გენახე. მე რომ შემეძლოს ღამე ვიყო დღეს არ მივცემდი უფლებას შევეცვალე, მუდამ ბნელი იქნებოდა... თუმცა არა, მე მაინც მსურს ვიყო ქარი და შემეძლოს ხეტიალი მარტოსულ ქუჩებში...

Viewing all articles
Browse latest Browse all 242

Trending Articles