მზეზე გამომცხვარი პურები
დილაუთენია, მზის ამოსვლამდე იწყება სოფელში ფუსფუსი და ფორიაქი...ათასნაირი ხმა ირევა ერთმანეთში და ითქვიფება შაქარმოყრილი კვერცხის გულივით, ხმა მრავალჯერ გაგონილი, მაგრამ მაინც არმოსაწყენი...თითქოს პირველად გესმოდეს ყვაპეში ამოწუნკლული ჩქოლა ღორების ღრუჩუნი, თითქოს პირველად აწყდებოდეს სოფლის ორღობეს დიანოზას თოფის გრიალი, ანდა პირველად წყევლიდეს დაფეხვილი ასტიონას ცოლი ჯერ კიდევ შემოუსვლელ გულაბზე გადაპარულ მეზობლის ბავშვებს...