დროა, დროა იმის რაზეც მთელია დღეა ვფიქრობ. ხელსაყრელ მომენტს ღმერთი ყოველთვის გიქმნის, მთავარია შენ ეს შეამჩნიო და აუცილებლად გამოიყენო. ერთი მომენტი უკვე გავუშვი, როდესაც ის მარტო გაუყვა დერეფანს მე კი არ გავყევი. ახლა კი აუდიტორიიდან გამოსული პირდაპირ ჩემს წინ ჩაივლის. ახლა კი ვერსად ვეღარ გავუშვებ. ოცნებების ახდენაზე ოცნება არ შეიძლება, ამას უკვე კარგად ვხვდები, და ეს მოქმედებისკენაც მიბიძგებს. არ უნდა შეგაშინოს შედეგმა რომელიც, შენსკენ მოიწევს, ეს შედეგი აუცილებლად უნდა მიიღო, რაღაცის დასასრულებლად ან დასაწყებად. მას ვუყურებ, გული მითრთის, თითქოს დიდი სიმაღლიდან ვიყურებოდე და გადმოვარდნის მეშინოდეს. მაგ დროს მოაჯირს მაინც მოეჭიდები, ან რაიმს მყარ საგანს, ახლა კი ვერავის ვერ მოკიდებ ხელს, ხელს რომელიც გაყინულია, ნერვიულობით. აი ისიც მიახლოვდება, და იქმნება კულმინაციური მომენტი, რომელზეც ათასჯერ მაქ ნაფიქრი...
↧